გიორგი მიქაუტაძის წინააღმდეგ ჩვენება მეგობრებმა მისცეს? - რა თქვა სასამართლოზე ექს-მაღალჩინოსანმა
გიორგი მიქაუტაძის წინააღმდეგ ჩვენება, სავარაუდოდ, მისცა მეგობრებმა მისცეს - "ოცნების" ექს-მაღალჩინოსანმა რამდენიმე წუთის წინ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა და ნიცშეს წიგნიდან შემდეგი ციტატა წაიკითხა: "თითოეულმა მეგობარმა, რომელმაც ჩვენება მისცა, მე მათზე გული არ მწყდება და ნაწყენი არ ვარ".
"იმ წიგნში წერია - მე კი ვაპატიე მას, რაც ჩემთან დაკავშირებით ჩაიდინა, მაგრამ თავის თავს რაც გაუკეთა, მე რა ვაპატიოო" - განაცხადა მიქაუტაძემ სხდომაზე.
კორუფციის ბრალდებით დაკავებული მიქაუტაძე დღეს სასამართლოს უმტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებებში ბევრი რამეა ტყუილი - "ჩვენ გვექნება შესაძლებლობა არსებითი განხილვის ეტაპზე განვიხილოთ".
"ოცნების" ყოფილი მაღალჩნოსანი 100000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს, ამბობს, რომ მოწმეებზე ზემოქმედება რომ სდომოდა, აქამდეც იზამდა - "თუ რამის შეთვლა მინდოდა ადვოკატის პირით შემეძლო შემეთვალა და ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა".
„ვინაიდან თქვენ მოგცათ კანონმა ეს უფლება, რომ იმსჯელოთ მოგმართავთ.. ეს ყოველივე ხდება ჩემს თავს... მე დამაკავეს გასაგებია, გამოძიება მიმდინარეობს გასაგებია, გამოძიება დასრულდა უკვე, თუნდაც როცა დამაკავეს გამოძიება მიდიოდა და იყო საფრთხე რომ, გამოძიებისთვის ხელი შემეშალა და დოკუმენტები გამეყალბებინა, ეს საფრთხე არ არსებობს, მე ვთანამშრომლობდი გამოძიებასთან... როცა დამკითხეს, სწორედაც ჩემი ჩვენების შემდეგ გამოძიებამ დაკითხა თავიდან რამდენიმე მოწმე და დააზუსტა, რაც მქონდა ჩვენებაში ნათქვამი....მათ დაადასტურეს ის ფაქტები, რაც აღვწერე, ეს მიუთითებს იმას, რომ გამოძიებასთან ვთანამშრომლობ.
ისედაც იმდენი მუხლია, კიდევ რომ ზემოქმედება მოვახდინო მოწმეებზე....ცხოვრებაში პოლიციაში და სასამართლოში არ ვყოფილვარ, რა ზემოქმედებაზეა საუბარი...
მეუღლემ გამომიგზავნა ნიცშეს წიგნი და იქ არის... - თითოეულმა მეგობარმა, რომელმაც ჩვენება მისცა, მე მათზე გული არ მწყდება და ნაწყენი არ ვარ, მაგრამ იმ წიგნში წერია:
„მე კი ვაპატიე მას, რაც ჩემთან დაკავშირებით ჩაიდინა, მაგრამ თავის თავს რაც გაუკეთა, მე რა ვაპატიოო". იმ ჩვენებებში იმდენი რამეა აბსურდი და ტყუილი.... ჩვენ გვექნება შესაძლებლობა არსებითი განხილვის ეტაპზე განვიხილოთ.
თუ რამის შეთვლა მინდოდა ადვოკატის პირით შემეძლო შემეთვალა და ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა...
ვუმკლავდები, განსაცდელია ასეა და სწორია, ჭეშმარიტება ასე მოითხოვს, აქ არ არის მითვისებასა და უმსგავსობაზე საუბარი ჩემთან მიმართებით ...
თვითონ გამოძიება ამბობს, რომ ჩემს ოჯახს მხოლოდ ხელფასით მილიონი ჰქონდა შემოსავალი, რომ არაფერი ვთქვათ იმ კერძო შრომაზე, რაც გავწიეთ...
... პირველ რიგში ადამიანები ვართ, არავის მორალს არ ვუკითხავ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სურვილი იყო, არავის არ უნდა ეს და გინდა რომ გაგიშვან, მაგრამ ჩემთვისაც საამაყოა, რომ გამოძიებამ გამოიძია, რაც ნახა და დადო, არაფერი ისეთი არ უნახავს ჩემი აზრით.
შეიძლება გამოძიებისთვის ჰიპოთეტურად ხელი შემეშალა, რომ მქონოდა სატელეფონო, წერილობითი მიმოწერა (ციხიდან - რ.თ.)... დასრულდა გამოძიება, მის შემდეგ 10 დღე გავიდა და თუ აქამდე იყო საფრთხე პაემანზე მოსვლისას მეთქვა, რომ არიქა ეს გადამალეთ ან დამერეკა... ახლა გთხოვთ მოსამართლევ, შინა პატიმრობა იქნება, თუ სამაჯური იქნება... საერთოდ არ მინდა არავის ნახვა, იმდენი რამე ვნახე, გადამიფასდა ჩემი ხედვები... კანონმორჩილად ვიცხოვრე და რამდენიმე ასეული მილიონი ჩემი შრომით და ჯაფით შემიტანია სახელმწიფოსთვის.. ვარ ღირსების ორდენოსანი, ბევრი რამ გამიკეთებია. არსებობს ადამიანური ფაქტორები...
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემას არ ეხება და კანონით მინიჭებული უფლების საფუძველზე შევეცდები დავიცვა თავი და დავუმტკიცო, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, საზოგადოებას, რომ ჩემი ცხოვრების არსი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს და ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინ წასვლის, მშვიდობაში, გაძლიერებაში, მიუძღვის იოტისოდენა წვლილი, დიდი მადლობა", - განაცხადა მიქაუტაძემ.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებული, რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ 100 000-ლარიან გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ამასთან, მზადყოფნა გამოთქვეს დამატებით ღონისძიებაზე - მაგალითად ელექტროსამაჯურზე. პროკურატურა კი მის პატიმრობას დატოვებას ითხოვდა.
ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებებზე ზემოქმედების საფრთხეც. მისი განცხადებით, საქმეში არსებული მოწმეების ჩვენებები სავარაუდოა და როცა მტკიცებულებები სადავოა, ზემოქმედება სახეზეა.
- ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კორუფციის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.
საქმის მასალების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.