ალეკო ელისაშვილი სანქციებზე - მოძალადე სისტემის ხელებმა და ფეხებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ფეხქვეშ მიწა იწვის

30.09.25 15:12
ალეკო ელისაშვილი სანქციებზე - მოძალადე სისტემის ხელებმა და ფეხებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ფეხქვეშ მიწა იწვის

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ადრე, თუ გვიან მათაც წამოეწევათ ეს სანქციები" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და ჩეხეთის მეირ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისა და მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, მოძალადე სისტემის ხელებს და ფეხებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს "უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური დისკომფორტი ყველგან". 

სამართალი დადის ურმითო - ანდაზა რომ არის, სწორედ ეს შემთხვევაა და ასევე ყველა მოსამართლემ, ყველა პროკურორმა, ყველა მოძალადე პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ ადრე, თუ გვიან მათაც წამოეწევათ ეს სანქციები. ამ შემთხვევაში ძალიან კარგია, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ამ მავნებლების, მოძალადე სისტემის ხელებმა და ფეხებმა, პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ფეხქვეშ მიწა იწვის და მათ უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური დისკომფორტი ყველგან და მაქსიმალურად უნდა დასანქცირდეს თითოეული მათგანი. ძალიან კარგი რომ ეს პროცესი არ ჩერდება," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ჩეხეთმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სამი მოსამართლეს და პროკურორს სანქციები დაუწესა. 

შეზღუდვები დაუწესდათ შს მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, მოსამართლე კობა ჩაგუნავას, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას და სახელმწიფო პროკურორ ლაშა კოტრიკაძეს.

მსგავსი სიახლეები