ყველა თქვენგანის ყურადღება გვჭირდება, ყურადღება და ყურადღება - ზურაბიშვილი უსაფრთხოების ფორუმზე
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე მსოფლიო ლიდერებს მიმართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიულ სისტემებზე მიმართული ჰიბრიდული ომები - პროპაგანდა, კიბერთავდასხმები და არჩევნების მანიპულაცია, პირდაპირ ემსახურება ტოტალიტარიზმის გაძლიერებას.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მთავარი გამოწვევა დღეს ის არის, რომ ივანიშვილის პარტიის ქმედებებით ქვეყანა იზოლაციაში ექცევა, რაც მხოლოდ საერთაშორისო ყურადღებითა და მხარდაჭერით შეიძლება გადაილახოს.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ არსებული ვითარება მოითხოვს როგორც შიდა სამოქალაქო გამძლეობას, ისე პარტნიორების აქტიურ ჩართულობას, რათა ქართველი ხალხი დაცული იყოს და ქვეყანა რუსეთთან ბრძოლაში არ დამარცხდეს.
ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად, რომელიც შედგება პროპაგანდისგან, კიბერთავდასხმებისგან და არჩევნებზე მანიპუალციებით, ისინი ჩვენსავე დემოკრატიულ ინტრუმენტებს იყენებენ. ეს არის დემოკრატიის განადგურება ტოტალიტარიზმის სასარგებლოდ, რადგან ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბების პროცესს ვხედავთ. ამის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენ გვჭირდება ყველა ელემენტი, გვჭირდება ძლიერი სამოქალაქო გამძლეობა შიგნიდან და ვფირობ, ეს გვაქვს. მაგრამ, სამოქალაქო გამძლეობა არ არის საკმარისი, თუ არ არსებობს საგარეო ყურადღება. ახლა საქართველოს მთავარი პრობლემა ისაა, რომ არის პატარა ქვეყანა, რომლსაც მმართველი პარტიაც რუსეთის წახალისებით, იზოლაციაში აქცევს. ყველა თქვენგანისგან ყურადღება გვჭირდება, ყურადღება და ყურადღება, რადგან ეს არის იზოლაციისგან ერთადერთი თავდაცვა. ზოგიერთ ჩვენ პარტნიორს სჯერა, რომ შეუძლიათ ხელისუფლების დაბრუნება ძველ პროდასავლურ, პროევროპულ გზაზე, ეს არის ილუზია. თქვენ ვერ დააბრუნებთ მმართველ პარტიას უკან, რომელიც ასე შორსაა წასული რუსეთის მკლავებში, მაგრამ თქვენ შეგიძლით დააბრუნოთ მოსახლეობა, დაიცვათ ისინი. საქართველო რუსეთთან არ დამარცხებულა, - განაცხადა ზურაბიშვილმა.