ჩეხეთის საგარეო სანქცირებულებს "რეჟიმის წარმომადგენლებად" მოიხსენიებს
"სანქციების სიაში საქართველოს რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი დავამატეთ" - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
განცხადების მიხედვით, დასანქცირებულები პასუხისმგებელნი არიან 2024-25 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევაზე.
ჩეხეთის მთავრობამ, საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის წინადადებით, ეროვნულ სანქციების სიაში საქართველოს რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი დაამატა - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამი მოსამართლე და ერთი პროკურორი.
ისინი პასუხისმგებელნი არიან 2024-25 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს," - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, შეზღუდვები დაუწესდათ შს მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, მოსამართლე კობა ჩაგუნავას, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას და სახელმწიფო პროკურორ ლაშა კოტრიკაძეს.