ზოდელავას მიმართვა ძალოვნებს: გადაშალეთ კონსტიტუცია, იქ არ წერია ივანიშვილი
გადაშალეთ კონსტიტუცია, იქ არ წერია ივანიშვილი, იქ წერია ქართველი ხალხი - ამ სიტყვებით მიმართავს მურთაზ ზოდელავა ძალოვნებს და მათ ახსენებთ, რომ ფიცი საქართველოს კონსტიტუციაზე აქვთ დადებული.
თქვენ უნდა მოემსახურონ ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს - ეუბნება ძალოვნებს ზოდელავა და აცხადებს, რომ 4 ოქტომბერი არის "ის მიჯნა, როდესაც ივანიშვილი მიდის საქართველოდან".
მე ძალოვნებს ვურჩევ, მოვუწოდებ, ვთხოვ, გადაშალონ საქართველოს კონსტიტუცია და გავჩვენონ თუ სადმე კონსტიტუციაში არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი, ან ოლიგარქის, ან დიდი ფულის პატრონი. ამიტომ, რადგან ასეთს ვერ იპოვიან ნამდვილად, მათ ფიცი დადებული აქვს საქართველოს კონსტიტუციის წინაშე, კონსტიტუციაში წერია ქართველი ხალხი და არა ოლიგარქი ან ბიძინა ივანიშვილი. ისინი უნდა მოემსახურონ ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს. მე პირადად და ასიათასობით ადამიანი საქართველოში 4 ოქტომბერს აღიქვამს, როგორც ამ სამასდღიანი პროტესტის ღვიძლ შვილს. სწორედ ამ ხალხის ბრძოლამ და უპრეცენდენტო პროტეტმა შვა 4 ოქტომბერი და 4 ოქტომბერი არის ის მიჯნა, როდესაც ივანიშვილი მიდის საქართველოდან", - აცხადებს მურთაზ ზოდელავა.