"თუ ამათი მიზანი შეშინებაა, ერთადერთი რისიც მეშინია, ქვეყნის დაკარგვაა" - გელა ხასაიას გზავნილი ციხიდან

30.09.25 17:48
"თუ ამათი მიზანი შეშინებაა, ერთადერთი რისიც მეშინია, ქვეყნის დაკარგვაა" - გელა ხასაიას გზავნილი ციხიდან

"მე კარგად ვარ. თუ ამათი მიზანი შეშინებაა, ერთადერთი რისისც მეშინია, ქვეყნის დაკარგვაა" - ასეთია კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრის, დაკავებული გელა ხასაიას გზავნილი საპატიმროდან. 

ცნობისთვის, გელა ხასაია გუშინ, 29 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლითმიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობილია, რომ გელა ხასაია დანაშაულს არ აღიარებს. როგორც აქტივისტის  ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, დაკავებისას ერთ-ერთი პოლიციელი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

 

მსგავსი სიახლეები