ქვეყანა დიდი შეკრებისთვის ემზადება - ივანიშვილის გუნდი 4 ოქტომბერს დაკავებებით იმუქრება

30.09.25 20:30
ქვეყანა დიდი შეკრებისთვის ემზადება - ივანიშვილის გუნდი 4 ოქტომბერს დაკავებებით იმუქრება

ირაკლი კობახიძე საჯაროდ აუწყებს მოქალაქეებს, რომ 4 ოქტომბრის აქციის დროს რუსთაველის გამზირზე ნებისმიერი „კანონის აღსრულებისთვის მავნე“ ქცევა უპრობლემოდ დაისჯება. "ოცნების" ხელისუფლების მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზანმიმართულად დააკავებს იმ პირებს, ვინც პოლიციური შეფასებით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას შეეცდება.

4 ოქტომბერს მშვიდობიანი რევოლუცია თანამოაზრეებთან ერთად ლევან ხაბეიშვილმა დაანონსა. ის ახლა მოქალაქეებს საპატიმროდან მიმართავს და რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდებს. ამ დღის ავტორები ფიქრობენ, რომ ხალხის სიმრავლე შაბათს გადამწყვეტია. "გამორთეთ ტელევიზორი და გადით რუსთაველზე" - ეს არის ლევან ხაბეიშვილის მთავარი სათქმელი.

"ქართული ოცნება" ხალხის პროტესტის გათვალისწინებას არ აპირებს. პირიქით, მათი განცხადებები აჩვენებს, რომ მთავარი ამოცანა ახლა მოქალაქეების დაშინება და შეკრების არეულობის მცდელობად წარმოჩენაა. სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ მათ რუსთაველზე გასვლა გადაიფიქრონ.

"პირველებმა" სახელისუფლებო პარტიის წევრებს ჰკითხა, მიმართავენ თუ არა სამართალდამცველებს - არ დაარღვიონ შეკრებილთა უფლებები. მათ მიმართ მოწოდება ვერც კითხვაზე პასუხად მოვისმინეთ.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები