ორმაგი სანქციები სისტემის მსახურებს - ჩეხეთის პასუხი "ოცნების" ქმედებებზე
ჩეხეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად შეიტანა შავ სიაში "ოცნების" ხელისუფლების 5 წარმომადგენელი: ალექსანდრე დარახველიძე, კობა ჩაგუნავა, ნინო გალუსტაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია და ლაშა კოტრიკაძე. გადაწყვეტილების მიზეზად პრაღამ საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები დაასახელა.
სანქციების პაკეტი მოიცავს როგორც მოგზაურობის აკრძალვას, ისე ფინანსურ შეზღუდვებს. ჩეხეთის იურისდიქციაში მათ საბანკო ანგარიშებსა და წილებს კომპანიებში ყადაღა დაედება, ასევე უვადოდ აეკრძალებათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა. ეს ნაბიჯი აღინიშნება, როგორც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მკაცრი რეაგირება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პროკურორ ლაშა კოტრიკაძეს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ფონდების დაყადაღებას უკავშირდება, არამედ ე.წ. „პირბადეების საქმეშიც“ ფიგურირებს - ამ საქმის მიხედვით, პროკურატურა არასამთავრობო სექტორს პანდემიის პერიოდში თანამშრომლებისთვის პირბადეების და თავდაცვის საშუალებების შეძენას ედავება.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.