„ოცნების“ მხილება მსოფლიო ფორუმზე - რა გზავნილები ჰქონდა ზურაბიშვილს ლიდერებისთვის
„შეწყვიტეთ უკუსვლა ავტორიტარიზმისაკენ და დაუშვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ - ამ მოთხოვნებით ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საგანგებო დებატებს გამართავენ. შეხვედრა ევროსაბჭოში ორ დღეში გაიმართება და მისი მთავარი თემა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა იქნება.
ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ სწრაფი ტემპით ამყარებს ავტორიტარულ მმართველობას, რაზეც მიუთითებს პოლიტიკური პატიმრების არსებობა, გაყალბებული არჩევნები და რეპრესიული კანონები. დებატებს „ქართული ოცნების“ დელეგაცია არ დაესწრება, რადგან ივანიშვილის გუნდი ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა მათ პრორუსული მმართველობის შესახებ ბრალდებების მოსმენა თბილისიდან მაინც მოუწევთ.
ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის ბრიტანელი ჯეიმს მაკლირი და გერმანელი კნუტ აბრაჰამი, დებატებზე ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ გადაიქცა საქართველო ერთ დროს დემოკრატიული სახელმწიფო ავტორიტარიზმის კერად. კრიტიკოსების თქმით, "ოცნების" ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.