"ოცნების" კონსპირაციული შტაბი გურჯაანში - როგორ ემზადება ივანიშვილის გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის?

30.09.25 21:12
"ოცნების" კონსპირაციული შტაბი გურჯაანში - როგორ ემზადება ივანიშვილის გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის?

გურჯანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე დიდ შავ გალავანში „ქართული ოცნების“ კონსპირაციული ოფისი და ე.წ. საარჩევნო ქოლ-ცენტრი მოქმედებს. პარტიის შიდა წყაროს ინფორმაციით, შტაბი რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა და მისი მდებარეობა საგულდაგულოდ შეარჩიეს - ოფისი სახელმწიფო დაწესებულებებსა და საარჩევნო უბნებთან ძალიან ახლოს არის.

ფარული შტაბის კარი დღეს გურჯანის მერის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად პეტროზაშვილმა გააღო. ის საჯარო მოხელეა, რომელიც კამერებმა ასახა, როგორ მართავდა შეხვედრებს მოქალაქეებთან და აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

„პირველების“ გადაღებული კადრებით დადასტურდა, რომ ოფისში მოქალაქეთა მიღება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტების კამერები გამოჩნდა, კონსპირაციული შტაბის კარი მთელი დღით დაიხურა.

ოფისში შესვლა ყველასთვის ნებადართული არ არის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადგილი აქვს ფარულ წინასაარჩევნო საქმიანობას.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები