4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი ცვლილებების თარიღად იქცა, რომელიც 2 - ეტაპიან ბრძოლაზე და წინააღმდეგობაზე გადის - კუპრაძე

30.09.25 21:11
4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი ცვლილებების თარიღად იქცა, რომელიც 2 - ეტაპიან ბრძოლაზე და წინააღმდეგობაზე გადის - კუპრაძე

4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი ცვლილებების თარიღად იქცა, რომელიც 2 - ეტაპიან ბრძოლაზე და წინააღმდეგობაზე გადის - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ეტაპი არის საარჩევნო ურნებთან ბრძოლა, ხოლო მეორე საპროტესტო მუხტის გაძლიერება და შენარჩუნება.

4 ოქტომბერი იქცა მნიშვნელოვანი ცვლილებების თარიღად, რაც ჩვენთვის 2 ეტაპიან ბრძოლაზე და წინააღმდეგობაზე გადის. ეს არის საარჩევნო პროცესი, საარჩევნო ურნებთან ბრძოლა და მათ შორის ასევე საპროტესტო მუხტის გაძლიერება და შენარჩუნება. მაშინ როცა, გაყალბებული არჩევნების პირობებში, 2024 წელს, პროდასავლურმა თბილისმა მოუგო თბილისი “ქართულ ოცნებას“, გაყალბების პირობებშიც კი იქნა მოგებული, - განაცხადა კუპრაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ 2024 წლის არჩევენებში მონაწილეობდა 4 ოპოზიციური პარტია და ახლა არის ორი, მაინც შესაძლებელია მოგება.

პარტიები არ არის მონოლითური სტრუქტურები, მას შეადგენენ ადამიანები. ახლა არის მარტივი მოცემულობა, არსებობს კონკრეტული პოლიტიკური გუნდები, რომლებიც მონაწილეობენ და მოქალაქეები, 70 % თბილისელებისა, რომელიც არის პროდასავლურად, პროევროპულად განწყობილი და ანტი ივანიშვილის პოზიცია უჭირავთ. პარტიული ბრძოლის მიღმა, არსებობს ძალიან ნათელი ხედვა, აქეთ არის კალაძე, რომელსაც გააჩნია 23 პროცენტი მხარდაჭერის და აქეთ არის 70 პროცენტი თბილისელების, რომლებსაც შეუძლიათ ბრძოლა და წინააღმეგობა, ამიტომ, პარტიული ნომრების მიღმა უნდა გადაწყვიტონ და მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ ცვლილებას, - განაცხადა კუპრაძემ.

მსგავსი სიახლეები