კობახიძე ისევ იმუქრება

30.09.25 23:26
კობახიძე ისევ იმუქრება

ირაკლი კობახიძის მუქარა 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს - “ოცნების“ პრემიერი ამბობს, რომ “ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული, თუმცა შეიძლება, მეტი ადამიანი აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, ვიდრე წინა შემთხვევაში.“

კობახიძე ამტკიცებს, რომ მათ არავის დაპატიმრება არ უხარიათ, თუმცა, მისი თქმით, “თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს პასუხისგება.“

მინდა ყველა გავაფრთხილო, ჩვენ არავის დაპატიმრება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ეს არის ჩვენი მეგობრული გაფრთხილება ყველას წინაშე. ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში. შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო გაფრთხილება. რა თქმა უნდა, პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული, თუმცა შეიძლება, ბევრი ადამიანი, იმაზე მეტი, ვიდრე წინა შემთხვევაში, აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია მათ მიმართ, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ყველა სათანადოდ გავაფრთხილოთ. მერე არ გაუკვირდეთ თუ კანონი მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები