ივანიშვილს შეუძლია “დააჩმოროს“ ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, მაგრამ ვერასოდეს “დააჩმორებს“ ქართველ ხალხს- სოფო ჯაფარიძე

30.09.25 23:11
ივანიშვილს შეუძლია “დააჩმოროს“ ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, მაგრამ ვერასოდეს “დააჩმორებს“ ქართველ ხალხს- სოფო ჯაფარიძე

ივანიშვილს შეუძლია დააჩმოროს ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, მაგრამ ვერასოდეს დააჩმორებს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ენმ-ის ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “რეჟიმის ბოროტების მანქანას სწორედ ის ადამიანები დაანგრევენ, რომლებმაც ააშენეს.

ამ ბოროტების მანქანას დაანგრევენ სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ააშენეს, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, ქართველი ხალხი დააჩმოროს, მას შეუძლია მხოლოდ ბოტასების ქრუდი, ფარცხალაძე დააჩმოროს, მაგრამ ვერასოდეს დააჩმორებს ქართველ ხალხს და ამას ძალიან კარგად დაინახავს 4 ოქტომბერს, ის დაინახავს ქართველი ხალხის ძალას, იცით რატომ? ქართველი ხალხის სულშია გმირობა. ნურავის დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ანწუხელიძის საქართველო ვართ, გმირების საქართველოდა მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი მოვა გმირულად, იმოქმედებენ გმირულად და გაიმარჯვებენ და დარჩებიან გმირებად, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები