"კლანური სასამართლო, ჩამოშლილი ინსტიტუტები და კორუფცია" - ბესელიას მძიმე დიაგნოზი "ოცნების" მმართველობაზე

01.10.25 11:22
"კლანური სასამართლო, ჩამოშლილი ინსტიტუტები და კორუფცია" - ბესელიას მძიმე დიაგნოზი "ოცნების" მმართველობაზე

 

 

კლანური მმართველობა სასამართლოში, სისტემური კორუფცია, ჩამოშლილი ინსტიტუტები, პატიმრები, - ასე აფასებს "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი ეკა ბესელია ივანიშვილის მმართველობის 13 წლის თავს. ბესელია "ოცნების" მმართველობის მოდელს "ბოლშევიკურს და საბჭოურს" უწოდებს და ამბობს, რომ "შეურაცხყოფილია". 

მისი თქმით, ივანიშვილმა თავად უღალატა იმ იდეას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისას არსებობდა და ამიტომ, კონკრეტული ადამიანები მას გაემიჯნენ. 

კლანური მმართველობა სასამართლოში, სისტემური კორუფცია, ჩამოშლილი ინსტიტუტები, პატიმრები, მათ შორის ქალი პატიმრები ციხეში, პოლიტიკური, სინდისის პატიმრები, ახალგაზრდები, აქტივისტების წინააღდეგ წამების და არაადამიანური მოპყრობის სიტემური მაგალითები და ვერტიკალზე ჩამოკიდებული ისევ პარტიული მართვის მახინჯი სისტემა, რომელიც არის ბოლშევიკური, საბჭოური მოდელი. ეს არის 13 წლის თავზე. ეს არ იყო ჩვენი იდეა 1 ოქტომბერს, ესაა მისი მმართველობის 13 წლის შეფასება და რაღაცა გარე მაჯლაჯუნები, რომლებიც დაფრინავენ სადღაც. მოტყუებული კი არა უფრო შეურაცხყოფილი ვარ. ვინც უღალატა ამ იდეას, თავად უღალატა და ვინც მას მერე შემოემატა, თორემ ჩვენ, ვინც ამ იდეასთან ვიდექით, დღესაც მანდ ვდგავართ, უბრალოდ, მასთან არ ვართ და არც ვიდგებოდით მას შემდეგ, რაც გაცნობიერდა, რომ მორჩა, ეს იყო ყველაფერი ტყუილი და ილუზია, - ამბობს ბესელია. 

მსგავსი სიახლეები