სად არის ბიძინა ივანიშვილი? - რას ამბობენ "ოცნებაში"
სად არის ბიძინა ივანიშვილი და რატომ ელაპარაკება ხალხს მხოლოდ წერილებით? - "პირველების" ამ კითხვას შალვა პაპუაშვილი გადაჭრით პასუხს ვერ სცემს. "ოცნების" ლიდერი მხოლოდ იმას ამბობს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე სხვისი დღის წესრიგით ვერ იხელმძღვანელებს.
ამასთან, პაპუაშვილი კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბერს ყველა კითხვს პასუხი გაეცემა, როდესაც საზოგადოება ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემს.
თქვენს გემოვნებას ვერ დააკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილის და თუნდაც "ქართული ოცნების" საქმიანობა, ვინაიდან თქვენ ხართ "ლელოს" წარმომადგენელი. თქვენ რა სურვილი გაქვთ რა ფორმით გინდათ კომუნიკაცია? "ლელოს" შესაფასებელი, კიდევ კარგი, არ არის "ქართული ოცნება" და მისი საპატიო თავმჯდომარე. თქვენი დღის წესრიგით და თქვენი განრიგით ხომ ვერ იმუშავებს "ქართული ოცნება"? 4 ოქტომბერს გაეცემა ყველა თქვენს კითხვას პასუხი, როდესაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოვა და "ლელოს" მიუჩენს თავის ადგილს, - ამბობს პაპუაშვილი.