შეუსრულებელი დაპირებები და ევროპასთან დაპირისპირება - როგორ ცდილობს "ოცნება" "მიღწევების" წარმოჩენას

01.10.25 13:30
შეუსრულებელი დაპირებები და ევროპასთან დაპირისპირება - როგორ ცდილობს "ოცნება" "მიღწევების" წარმოჩენას

რატომ შესრულდა დაპირებები, რომელიც ივანიშვილმა 13 წლის წინ, ხელისუფლებაში მოსვლის დროს გასცა? - "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ყველა დაპირება შესრულებულია და ინფორმაცია, თითქოს ასე არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება. 

თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ პროგრამა "აწარმოე საქართველოში", ნახავთ უამრავ განხორციელებულ პროექტს, სადაც სუბსიდირებას ახორციელებს სახელმწიფო. თქვენ ამის დანახვა არ გინდათ. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას არ გამოითხოვთ. მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიოს მეურნეობის თვასაზრისით, უამრავი პროგრამა დაფინანსდა, - ამბობს კახა კალაძე.

13 წლიან უწყვეტ მშვიდობაზე ამახვილებს ისევ ყურადღებას შალვა პაპუაშვილი. მისი მტკიცებით, საქართველოს "მიღწევები" სწორედ "ოცნების" დამსახურებაა. 

ამასთან, პაპუაშვილი თავს ისევ ევროპელებს ესხმის და ამტკიცებს, რომ ქართველმა ხალხმა ვარდისფერი სათვალე მოიხსნა და კარგად ხედავს, რას წარმოადგენს, სინამდვილეში, ევროკავშირი. 

დაწყებული ინფრასტრქტურით და დასრულებული და გაგრძელებული სპორტით მათ შორის, რა მიღწევები აქვს საქართველოს. თქვენ რა გგონიათ, რომ სპორტული მიღწევები რაიმე არაბურნებრივი მოვლენების შედეგია თუ შემთხვევითობაა? ეს არის შედეგი იმის, რომ არის 13 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია მოიხსნა ვარდისფერი სათვალეები, რომლითაც უყურებდა სამყაროს და მათ შორის უყურებდა ევროპას და ყველამ დაინახა, რომ ევროპა ან ევროკავშირი, როგორც ასეთი, არ არის წმინდანების თავყრილობა, რომელიც სხვათა ინტერესებით მოქმედებს. ეს არის მთავარი გაკვეთილი, რაც ქართველმა ხალხმა მიიღო ამ 13 წლის განმავლობაში, - ამბობს პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები