მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს.
კოალიცია "ცვლილებისთვის" დაკავებული ლიდერი სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება.
დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოსთქვამენ. ასევე მელიას ადვოკატი აპირებს სასამართლოს კიდევ ერთხელ უთხრას, რომ ნიკა მელია უკანონოდ არის გატაცებული და უკვე 5 თვეა აღნიშნულ საქმეზე შსს დუმს.
მხარეები წარვადგენთ შესავამ სიტყვას, თავად ბრალდებული სხდოას პროტესტსის ნიშნად არ დაესწრება. ფაქტი, რამაც მოახდინა ნიკას მხრიდან პროვოცირება მოსამართლის მიმართ აღნიშნული აქტის განხორციელებისა, დღემდე არის გამოუძიებელი. მოგეხსენებათ, ნიკა მელია უკანონოდ გაიტაცეს. მას მიაყენეს შეურაცხყოფა, ასევე მას წაართვეს ტელეფონი, მისი მანქანიდან მოგლიჯეს ვიდეო-სათვალთვალო აპარატურა. გავიდა 5 თვე და არნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვიცით ის, რაც თქვა შსს-მ". არცერთი ფურცელი ამ საქმის ადვოკატებს არ გადმოგვცემია. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე არც სასამართლოში მოუტანია შსს-სდა დღემდეგ ფქაქტობრივად ნიკა არის უკანონოდ გატაცებული სტატუსით", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.