სად არის დაპირებული „უფასო ფული“ და „თითოეულ სოფელზე 5 მილიონი"? - კალაძის პასუხი
თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირებები, „უფასო ფული“ და „თითოეულ სოფელზე 5 მილიონი“, სრულად შესრულებულია. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
მისი მტკიცებით, ყველა პროექტი განხორციელდა და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ამის ნათელი მაგალითია. კალაძის თქმით, ვინც ამას ვერ ხედავს, უბრალოდ „დაინახვა არ სურს“.
რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა...თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" , ნახავთ უამრავ განხორციელებულ პროექტს, სადაც სუბსიდირებას ახორციელებს სახელმწიფო. თქვენ ამის დანახვა არ გინდათ, - ამბობს კალაძე.