ევროპარლამენტარი: ვგმობ გელა ხასაიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას - მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას
რუმინელი ევროპარლამენტარი, დენ ბარნა სოციალურ პლატფორმა X-ზე გელა ხასაიას დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ “მისი დაკავება გაყალბებული ბრალდებებით კიდევ ერთი საგანგაშო თავდასხმაა ოპოზიციაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.“
ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ხასაიას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.
მკაცრად ვგმობ „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრი პარტიის, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, პოლიტიკოსის, გელა ხასაიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას საქართველოში.
გელა ხასაიას დაკავება გაყალბებული ბრალდებებით კიდევ ერთი საგანგაშო თავდასხმაა ოპოზიციაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
მისი, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილის, ხმა ჩაგვრის წინააღმდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. კრიტიკოსების გაჩუმება ვერ შეაჩერებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“, - წერს ევროპარლამენტარი.