ხასაიას ბრალი არის პოლიტიკური დევნა, მას დაკავებამდე დაჭერით ემუქრებოდნენ და დაკავების შემდგომ უთხრეს რომ დაპირება შეუსრულეს - ადვოკატი
გელა ხასაიასთვის დამძიმებულ ბრალს მისი ადვოკატი, ომარ ფურცელაძე პოლიტიკურ დევნად აფასებს და ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეში, რასაც ამ ეტაპზე გაეცნო ბრალსიდ ამადასტურებელი არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს.
ფურცელაძის თქმით, გამოსაკვლევი და დასადგენია იმ პირების ვინაობა, რომლებამც ჩვენება კოალიცია "ცვლილებისთვის" დაკავებული წევრის წინააღმდეგ მისცა.
ადვოკატი ამბობს, რომ გელა ხასაიას მიმართ თვეების და წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი მუქარას, დაკავების შემდეგ, კი როგორც ხასაიამ მის უფლებამცველს განუცხადა, უთხრეს რომ "დაპირება შეუსრულეს".
გელა ხასაიასთან ერთად კიდევ ერთი პირია ბრალდებული, მისთვის უცნობი პიროვნება. ჩვენც სახელი და გვარი საქნმის მასალებიდან შევიტყვეთ ამ პირის. რაც შეეხება გელას დამოკიდებულებას, რომელი იქნება იქ მუხლი და რამდენი იქნება სასჯელი, ჯამი ერთია, რომ გელას მიმართ წარდგენილი ბრალდება არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დევნა და არ შეიძლება ჰქონდეს სხვა რაიმე საფუძველი. გელა თვეების და წლების განმავლობაში იღებდა მუქარებს, რომ მისი პოლიტიკური, სამოქალაქო აქტივიზმის გამო დააკავებდნენ და ძალიან დიდ დროს გაატარებდა ციხეში. მათ შორის დაკავების შემდგომაც გელას უთრეს რომ დაპირება შეუსრულეს და აკავებდნენ ამიტომ სისხლის სამართლის წესით. შესაბამისად, გელასთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება კონკრეტული ბრალი და სასჯელი მის მიმართ, მაგრამ ფაქტია, რომ მძმე ბრალდება შემთხვევითი არ ყოფილა.
რასაც გადავხედეთ საქმის მასალებს, საქმეში არ დევს არავითარი ნეიტრალური მტკიცებულება, როგორცი არის კამერის ჩანაწერები და სხვა რაიმე ინფორმაციის მატარებელი, არ დევს. საქმეშია რის მოხლოდ ამ პირებსი ჩვენებები.ამ პირების ვინაობებს ჩვენ გამოვიკვლევთ და გავიგებთ იმასაც, რა მოტივი აქვთ მაშინ, როცა გარკვეული ტიპის ჩვენებას აძლევენ", - განაცხადა ომარ ფურცელაძე.
გელა ხასაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და მას ახლა ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.
საგამოძებო უწყებამ ხასაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.