თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები დამონტაჟდება - ირაკლი კუპრაძე
ადგილობრივ არჩევნებზე, თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარცევადობის ვიდეოკამერები დამონტადება. ამის შესახხებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს მათ და ასევე საზოგადოებას, მისცემს შესაძლებლობას, თავიდან აირიდონ ან მაქსიმალურად შეამცირონ გაყალებების ფაქტები.
ირაკლი კუპრაძე "ოცნების" მომხრეებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებებისგან, რადგან ისინი აუციებლად იქნებიან იდენტიფიცირებულები და პასხისგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე მოუწევთ.
ჩვენ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ოპოზიციამ დავუშვით რიგი შეცდომები და ამ შეცდომების გამოსწორება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" ვამხილოთ თავის დანაშაულებრივ პოლიტიკაში და ნაბიჯებში ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საარჩევნო უბნებზე ხორციელდებოდას მაქსიმალური კონტროლი, მონიტორინგი და დავიჭიროთ "ქართული ოცნება" იმ დანაშაულებებზე, რომელსაც ის სჩადის საარჩევნო უბნებზე.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც გაყალბდა და რის შედეგადაც ჩვენმა კოალიციამ, "ძლიერმა საქართველომ" დავთმეთ თითოეული მანდატი და ჩავხსენით საპარლამენტო სიები, მას შემდეგ ყოველდღიურად ვმუშაობთ საარჩევნო პროცესის უკეთეს დაკვირვებაზე და იმაზე, რომ დაცული იყოს თითოეული თქვენგანის ხმები.
გაყალბებული არჩევნების მიუხედავად, მინდა, შევახსენო საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებულად თბილისს, რომ გაყალბების პირობებშიც კი თბილისელებმა მოვიგეთ და დავამარცხეთ, რეალურად, "ქართული ოცნება". თბილისში "ქართულმა ოცნებამ" აიღო 98 ათასით ნაკლები ხმა, ვიდრე პროდასავლურმა ოპოზიციამ. ეს არის ნიშანი და გზავნილი იმისა, რომ "ქართული ოცნება" დედაქალაქში მარცხდება.
ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური, მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერებს, რომელიც დამონტაჟდება თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელები და გაყალბების მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ამ ვიდეოკამერების ფარგლებში, დავაკვირდეთ სრულიად საარჩევნო პროცესს, ჩავიწეროთ საარჩევნო პროცესი და აღმოვაჩინოთ ყველა ის მძიმე დანაშაულებრივი დარღვევა, რისი მცდელობაც ყოველთვის ექნება "ქართულ ოცნებას".
თითოეული პირი, რომელიც დღეს "ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან აქვს დავალება, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნების გაყალბებაში, მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი აუცილებლად იქნებიან იდენტიფიცირებულები და მათ მოუწევთ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის პასუხისგება იმ მთავარი დანაშაულისთვის, რაც არის საქართველოს და თბილისის მოქალაქეებისთვის მომავლის წართმევა და არჩევნების გაყალბება.
ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება, დანარჩენი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისელებზე და საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც უნდა გამოიყენონ ყველა შანსი რუსული რეჟიმის და ივანიშვილის წინააღმდეგ, - განაცხადა კუპრაძემ.