რომელ გუნდზე საუბრობს ივანიშვილი, რომლის ნაწილი დაჭერილი ჰყავს და კობახიძე დასაჭერად გამზადებული? - ხუხაშვილი

01.10.25 18:12
რომელ გუნდზე საუბრობს ივანიშვილი, რომლის ნაწილი დაჭერილი ჰყავს და კობახიძე დასაჭერად გამზადებული? - ხუხაშვილი

ხალხი ვინც, ბიძინა ივანიშვილთან ერთად 13 წლის წინ ხელისუფლებაში მოვიდა, ამბობს, რომ "მოტყუვდნენ" - სწორედ ამ შეფასებას აკეთებს დღეს "პირველებთან" გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება ივანშვილის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს, ხუხაშვილისთვის სასაცილოა, თუ რომელ გუნზე საუბრობს "ოცნების" დამფუძნებელი - "გუნდზე რომლის ნაწილი დაჭერილი ჰყავს, მეორე ნაწილი ჩარეცხილი და რამდენადაც მე მესმის, კობახიძე დასაჭერად ჰყავს გამზადებული?"

სასაცილოა უბრალოდ,  როდესაც ის საუბრობს გუნდზე და გუნდმა რაღაცები ისწავლაო, რომელმაც გუნდმა? რომლის ნაწილი დაჭერილი ჰყავს, მეორე ნაწილი ჩარეცხილი ჰყავს და რამდენადაც მე მესმის, კობახიძე დასაჭერად ჰყავს გამზადებული. ერთადერთი გუნდი, რომელთანაც ის თანამშრომლობს, ეს არის თვითონ ბიძინა, შეიძლება 41-ზე გამრავლებული. ბიძინა მაშინ იყო ყველაფერი კარგისკენ, ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ და გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ მეც მოვტყუვდი", - აცხადებს ხუხაშვილი. 

დღეს ბიძინა ივანიშვილმა, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით  წერილი გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები