ლავრენტი ბერიას და ყველაზე მწარე წითელ კომისრებსაც კი შეშურდებოდათ ივანიშვილის წერილის პათოსის - არმაზ ახვლედიანი

01.10.25 18:21
ლავრენტი ბერიას და ყველაზე მწარე წითელ კომისრებსაც კი შეშურდებოდათ ივანიშვილის წერილის პათოსის - არმაზ ახვლედიანი

ლავრენტი ბერიას და ყველაზე მწარე წითელ კომისრებსაც კი შეშურდებოდათ ივანიშვილის წერილის პათოსის  - ამბობს არმაზ ახვლედიანი "პირველებთან", კაცი, რომელიც 2012 წელს ივანიშვილთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში. 

მისი თქმით, ივანიშვილმა "შავი დღე დაუყენა საქართველოს".

"2012 წელს ვერც კი წარმოგვედგინა, როგორი ურჩხული მოეხვეოდა საქართველოს" - ამბობს ახვლედიანი. 

ლავრენტი ბერიას და ყველაზე უფრო მწარე წითელ კომისრებსაც კი შეშურდებოდათ ამ წერილის პათოსის. ამდენი ზიზღი, ამდენი დაპირისპირება, ამდენი საუბარი აგენტებზე და მტრებზე, ეს რა უბედურებაა, ეს რა შავი დღე დაუყენა საქართველოს ივანიშვილმა და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა. ვუყურებდი უდიდესი იმედით საქართველოს ნორმალურობის პერსპექტივას 2012-ში, მაგრამ როგორც ჩანს, ვერც კი  წარმოგვედგინა, როგორი ურჩხული მოეხვეოდა საქართველოს"- ამბობს არმაზ ახვლედიანი. 

დღეს ბიძინა ივანიშვილმა, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით  წერილი გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები