თბილისის მერიამ პაატა ბურჭულაძეს 4 სცენის დადგმაზე უარი უთხრა

01.10.25 19:00
თბილისის მერიამ პაატა ბურჭულაძეს 4 სცენის დადგმაზე უარი უთხრა

თბილისის მერიამ 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძე აქციასთან დაკავშირებით 4 სცენის დადგმაზე უარი უთხრა. 

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, შეკრების ორგანიზატორებს ნებართვა სცენის მხოლოდ ერთ ლოკაციაზე განთავსებაზე მიეცათ. 

პაატა ბურჭულაძის სახელით, თბილისის მერიაში წერილი 29 სექტემბერს შევიდა. 

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საზოგადოება „რუსთაველის გამზირის" საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის სახელით, თბილისის მერიის ადმინისტრაციაში შემოვიდა წერილი, რომლის შინაარსს, ისევე როგორც საპასუხო გზავნილს, ვასაჯაროებთ.

განმცხადებელი ითხოვს, 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟისთვის, მუნიციპალური და სახელმწიფო უწყებების ინფორმირებას და აღნიშნული ტერიტორიების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას.

განმცხადებელს პასუხად ეცნობა, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა უნდა განათავსონ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას, ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები