ვარჯიში რეზინის ტყვიების სროლაში და წვრთნები ნორიოს სასროლეთზე - რისთვის ემზადება "ოცნება"

01.10.25 20:04
ვარჯიში რეზინის ტყვიების სროლაში და წვრთნები ნორიოს სასროლეთზე - რისთვის ემზადება "ოცნება"

რეზინის შავი ტყვიები ნორიოს სასროლეთზე - "პირველების" ინფორმაციით, გუშინ ამ პოლიგონზე შინაგან სასქმეთა სამიინსტროს სპეცრაზმის მეთოფეებს ამზადებდნენ. ვაზიანის მასშტაბური წვრთნების შემდეგ, სპეცრაზმელები ამჯერად ნორიოს სასროლეთზე მოამზადეს. 

ნორიოს სასროლეთი კერძო ტერიტორია, ამ ადგილას სროლის მსურველები ხშირად ამოდიან, სავარაუდოდ ძალოვან უწყებას საწვრთნელ პოლიგონად ამ ტერიტორის გამოყენება იმის გამო დასჭირდა, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიეპყროთ და კითხვები არავის გაჩენოდა. მას შემდეგ რაც შაბათის ეთერმა, ვაზიანში ჩატარებული წვრთნები გადაიღო მას დიდი სკანდალი მოჰყვა.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ გაავრცელა გდდ-ს მოქმედების კონკრეტული გეგმაც, რომელიც მოიცავს ზუსტ რაოდენობებს, მოქმედების სტრატეგიასა და ტაქტიკებს და სწორედ ამავე გეგმაში ასევე შეხვდებით იმ ე.წ. მეთოფე რობოკოპებს, ვინც გუშინ ნორიოს პოლიგონზე ივარჯიშა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჟონილი გეგმის თანახმად, რომელიც ოპოზიციამ გაასაჯაროვა, 4 ოქტომბერს გელა გელაძე ქუჩაში 5000 ზე მეტი სპეცრაზმელის და პოლიციელის გაყვანას გეგმავს. მათ შორის იქნებიან, დაცვის პოლიცია და სასაზღვრო პოლიცია.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები