კაცი, რომელიც საკუთარ ხალხს შუშის კაბინის გარეშე აღარ შეხვედრია - 13 წლიანი მმართველობა და შეუსრულებელი დაპირებები
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი ივანიშვილი პირობას დებდა, რომ წავიდოდა არჩევნების გარეშეც, თუკი ამას ხალხი გადაწყვეტდა, თუმცა პროტესტის გამო ძალაუფლება ვერასდროს დათმო. პოლიტიკიდან წასვლას მართლაც აანონსებდა, თუმცა ძალაუფლების დათმობა რომ გეგმაში არ იყო, ეს თავიდანვე ჩანდა.
ის მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ ძალაუფლების წყარო მხოლოდ ისინი იყვნენ. სოფლებში ჩადიოდა, ხვდებოდა და ესაუბრებოდა.
უფასო ფული, უპროცენტო სესხი - ამ დაპირებებს ყოველი წლის 1 ოქტომბერს ვიხსენებთ, ქართული ოცნების მმართველობის წლისთავზე იმის საჩვენებლად როგორ მოახერხა მან საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და რა იმედით აირჩია ხალხმა ის 13 წლის წინ.
ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ ჩინოვნიკები ვერ გამდიდრდებოდნენ. პირობა ვერ შეასრულა, დღეს მისი გუნდის წევრებს თაღლითობის გამო იჭერენ. გვპირდებოდა რომ პოლიტიკური დევნა დასრულდებოდა. ვერც ეს შესრულდა. დღეს თითქმის ყველა პოლიტიკური ოპონენტი საპატიმროში ჰყავს.
გვპირდებოდა, რომ პოლიცია აღარ იძალადებდა. სასამართლო გათავისუფლდებოდა. ვერც ეს პირობა შესრულდა.
პირობები ისე შეასრულა, როგორც შეასრულა დაპირება წასვლის შესახებ. პოლიტიკიდან 2 ჯერ წავიდა და 3ჯერ მოვიდა. ბოლო ორი მოსვლისას, ორივეჯერ პარტიული თანამდებობა დაიკავა, პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე. თუმცა თავად მართავდა პროცესს ფარდის მიღმიდანაც.
წლებმა აჩვენა, რომ უბედურება მისთვის საკუთარი ფინანსების და ძალაუფლების დაკარგვის რისკით იზომება. ამიტომ სწორედ მაშინ ბრუნდებოდა როცა ამ საფრთხეს გრძნობდა - პარტიისთვის ყველაზე კრიზისულ პერიოდებში.
ვისთან ერთადაც ევროპის გაოცებას გეგმავდა - ირგვლივ აღარავინ ჰყავს 1-2ის გამოკლებით. კავშირი გაწყვიტა ხალხთანაც.
რას გვპირდებოდა კაცი, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ბოლოს შუშის კაბინის გარეშე აღარ შეხვედრია, ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.