ძალაუფლებაში ყოფნის მე-14 წლის ათვლა ივანიშვილმა ისევ კულისებიდან დაიწყო - ჩრდილქვეშ დამალული კაცის ეპისტოლე
ჩრდილქვეშ დამალული ივანიშვილი - კაცი, რომელიც 13 წლის წინ სოფელ-სოფელ დადიოდა და ხალხს დაპირებებით ესაუბრებოდა, დღეს ამავე ადამიანებს ეპისტოლეებით ელაპარაკება.
რა გვითხრა ივანიშვილმა 13 წლის შემდეგ? არაფერი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, არაფერი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ყველაფერი მხოლოდ გამოგონილ შიდა და გარე მტრებზე და შეთქმულებების თეორიებზე.
სად არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხალხთან პირველ ოქტომბერსაც კი არ გამოჩნდა. პასუხი ოცნებაში არ აქვთ, რადგან არ იციან. ივანიშვილი გუნდს არასდროს არაფერს უთანხმებს. როცა უნდა გამოჩნდება, როცა უნდა არა, მაგრამ ფაქტია,რომ ის პოლიტიკიდან დისტანცირებული არ არის. ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ მის სახელს უკავშირდება და მმართველობის სტილიც დაცულია. წლების შემდეგაც "ოცნების" დამფუძნებელი ქვეყანას ისევ კულისებიდან მართავს, ხალხს კი წერილებით ელაპარაკება.
ვრცლად ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.