მმართველობის მე-13 წელს ევროსაბჭო "ოცნებას" ერთპარტიულ დიქტატურად და ავტორიტარულ ძალად აცხადებს

01.10.25 20:29
მმართველობის მე-13 წელს ევროსაბჭო "ოცნებას" ერთპარტიულ დიქტატურად და ავტორიტარულ ძალად აცხადებს

მმართველობის მე-13 წელს ევროსაბჭო "ქართული ოცნებას" ერთპარტიულ დიქტატურად და ავტორიტარულ ძალად აცხადებს. იზოლაციაში მოქცეული ივანიშვლის გუნდის წინააღმდეგ სტრასბურგში ახალი უმწვავესი რეზოლუცია მომზადდა. პირველად, საპარალამენტო ასამბლეა ევროსაბჭოსგან ითხოვს, ივანიშივლის გუნდს ევროპულ სასამართლოში უჩივლოს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ასეთი ჩანაწერი აქამდე არც ერთ რეზოლუციაში არ ყოფილაა.

ამ დოკუმენტს სტრასბურგში ხვალ დაამტკიცებენ. აქ გაჩნდა ჩანაწერი  სახელწმიფოთა შორის მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობაზე , რაც ნიშნავს იმასს, რომ საქართველოში დემოკრატიის ნგრევაზე პასუხისმგებლობის აღებას საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოს ორგანოებსაც სთხოვსს. ივანიშვილის მმართველოს 13 წლის თავზე დღის წესრიგშიი ჯერ საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი დადგა, ახლა ევროპელი პოლიტიკოსები სტრასბურგში სარჩელის შეტანას ოცნების წინააღმდეგ ითხოვენ.

ხვალ ევროსაბჭოში, რეზოლუციის დამტკციებამდე იქნება დებატები. დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - ეს არის ციტატა დოკუმენტიდან, რომელსაც ხვალ კენჭს უყრიან.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები