დიდი კორუფციული სკანდალი - გადაარჩენს თუ არა ირაკლი ზარქუა სიძეს ციხისგან?

01.10.25 20:43
დიდი კორუფციული სკანდალი - გადაარჩენს თუ არა ირაკლი ზარქუა სიძეს ციხისგან?

გადაარჩენს თუ არა სიძეს ირაკლი ზარქუა  ციხისგან?  მას შემდეგ რაც, დიდი კორუფციული სკანდალი გასკდა, არც ზარქუა და არც მისი დის ქმარი არსად ჩანან. პასუხისმგებლობა ქმარს ცოლმა მოხსნა. ზარქუას და, ნინი ზარქუა ფეისბუქში წერს, რომ ბაღებისა და სკოლების მშენებლობებიდან დიდი ფულის მოპარვის ამბავთან მის  მეუღლეს, ალექსანდრე ამისულაშვილს  კავშირი არ აქვს. ნინი ზარქუა ამტკიცებს, რომ "ლაგი კაპიტალი" ქმარმა გაასხვისა.

ზარქუას დის დაწერილს ოფიციალური დოკუმენტები აბათილებს.  ამისულაშვილმა კომპანია კი არ  გაასხვისა, ია რამიშვილს აჩუქა და  ვალებიც ზედ ჩამოკიდა. ახლა  სწორედ რამიშვილის  ქმარია დაკავებული.  გამოძიების საგანი  კი  მათ შორის   ის მილიონებია, რომელიც კომპანია "ლაგი კაპიტალმა" ტენდერებიდან ზარქუას სიძის ხელმძღვანელობის დროს მიიღო.  დღემდე გურიაში იმ საბავშვო ბაღებს ეძებენ,  რომელიც ოცნების წევრის სიძეს უნდა აეშენებინა, მაგრამ ადგილზე მხოლოდ  ბაყაყების და ქვეწარმავლების თავშესაფარია.

"ლაგი კაპიტალი" ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას დის ოჯახს 2022 წლიდან ეკუთვნოდა, თუმცა, კომპანიის წილები რამდენჯერმე გასხვისდა და ახლა დირექტორი ბესიკ ბერძენიშვილი და მისი თანამზრახველი ალექსანდრე ბერძენიშვილი დაკავებულები არიან.

ირაკლი ზარქუას სიძე ლაგი კაპიტალის 50-პროცენტიან წილს 2023 წლის 4 სექტემბრამდე ფლობდა, მანამდე მის მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ პირველი ტენდერი მოიგო და ფულის ნაწილიც ბაღების და სკოლების სარემოტნოთ სახელმწიფოსგან წინსწარ მისცეს.

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები