ივანიშვილის ფული "იმედში" - რა ღირს "ქართული ოცნების" პროპაგანდა
სესხები თუ ნაჩუქარი ფული? - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს სქემას, როგორ ფინანსდება ტელეკომპანია იმედი. ორგანიზაციამ შეისწავლა კომპანიის ფინანსური დოკუმენტები და აღმოაჩინა, რომ 2018 წლიდან იმედს ქართუ ბანკის, ქართუ ფონდის და ივანიშვილთან დაკავშირებული სხვა კომპანიების მილიონობით ვალი აქვს. 2022 წლის მონაცემებთ, დავალიენება 61 მლნ-ს შეადგენდა. იმედის დაფინანსება ე.წ შეღავათიანი სესხებით ხდება, თუმცა ვალის უკან დაბრუნებას მათ არავინ სთხოვს.
როგორ მუშაობს სქემა? ანგარიშების მიხედვით სესხებს კომპანიის მფლობელები და მათთან დაკავშირებული ბიზნესები გასცემენ. თუმცა სესხების დიდი წილი ბიძინა ივანიშვილზე მოდის. ბანკი ქართუს 44 მლნ ლარის ვალი, ქართუ ჯგუფის 7 მლნ -მდე ვალი, ვენიგერ მენეჯმენტის 9 მლნ-მდე ვალი. გამჩნდა კიდევ ერთი კომპანია შმს ამბერი, რომელსაც ბრუნვა ნული აქვს, მაგრამ იმედზე 104 მლნ სესხი გასცა. ეს კომპანია ქართუს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე პირს ეკუთვნის.
ვინ არის იაკობ გოგოლაძე, რომელის კომპანიმაც იმედს დიდი ფული მისცა? - "საერთაშროსიო გამჭვირვალობა საქართველოს" მკვლევარების მიერ დასახელბულ პირებს ჩვენ კითხვებზე პასუხების მისაღებად დავურეკეთ - თუ რა გვიპასუხეს, დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.