4 ოქტომბრის არჩევნების ონლაინ მონიტორინგი
არჩევნების ონლაინ მონიტორინგი - ოთხ ოქტომბერს თბილისის ყველა საარჩევნო უბანს არა მხოლოდ ოცნების, არამედ ოპოზიციის მიერ დამონტაჟებული კამერები გააკონტროლებენ. "ლელო ძლიერ საქართველოში" აანონსებენ, რომ ეს იქნება მაღალი გარჩევადობის ტექნიკური მოწყობილობები, რომელიც ასახავს მოსალოდნელ დარღვევებს და დანაშაულებებს.
ლელოში ამბობენ, რომ წინა არჩევენების გათვალისწინებით შეცდომების გამოსწორება დაიწყეს. რატომ არის ოპოზიციის მიერ უბნების კონტროლი საჭირო? ეს არის მექანიზმი პირდაპირი მტკიცებულებების შეგროვების რომელიც პროკურატურაში და სასამართლოში სარჩელების შეტანის შემთხვევაში საქმეებს თან დაერთვება, რაც ნიშნავს,რომ ყველა შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცირება უკვე ადვილად იქნება შესაძლებელი.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში