"ოცნება" სტუდენტების წინააღმდეგ
"ოცნება" სტუდენტების წინააღმდეგ - ივანიშვილის გუნდი ახალგაზრდებს მიადგა, რომელიც დიდი ხანია მათთვის თავისტკივილად იქცა. უნივერსიტეტებს, სადაც სტუდენტების თავისუფალი ხმა უსამართლობის წინააღმდეგ დიდი ხანია ისმის, ოცნება შეზღუდვებით ემუქრება. მათ დამორჩილებას კანონის ძალით აპირებენ. მუშაობა უკვე დაიწყეს. ოცნებაში ამტკიცებენ,რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები სტუდენტების გადაბირებას ახდენენ, რასაც რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.
პარტია, რომელიც ძალადობას ახალისებს, დამნაშავეებს კი მწვანე შუქს უნთებს, ტერორიზმის რომანტიზებას სხვას არ უნდა აბრალდებდეს“ - ასე პასუხობენ ახალგაზრდები ივანიშვილის გუნდის პროპაგანდას. სტუდენტებისთვის ეჭვგარეშეა, რომ 4 ოქტომბრის მოახლოვებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ პანიკის დონე ზედა ზღვარს უახლოვდება, ამიტომ ჯანსაღი პროცესების დისკედიტაციისათვის ყველა დაუშვებელ ხერხს მიმართავს.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.