"დიდი შეცდომა, რასაც "ქართული ოცნება" ჩადის" - ბადრი ჯაფარიძე

01.10.25 22:32
"დიდი შეცდომა, რასაც "ქართული ოცნება" ჩადის" - ბადრი ჯაფარიძე

"დიდი შეცდომა, რასაც "ქართული ოცნება" ჩადის... ეს დაპატიმრებები ცხადია, რო პროტესტს ვერ გადატეხავს, დაპატიმრებები პირიქით აძლიერებს პროტესტს" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების დაკავება პროტესტს კიდევ უფრო აძლიერებს. ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ადამიანები ციხეში დიდ გამოცდას გადიან, მაგრამ "ქვეყნისთვის უნდა შევძლოთ ამ გამოცდის გავლა".

[დაკავებები] პირველ რიგში არის სისუსტის და შიშის მანიშნებელი. ეს დაპატიმრებები ცხადია, რო პროტესტს ვერ გადატეხავს, დაპატიმრებები პირიქით აძლიერებს პროტესტს, ვერ გატეხავს იმ ადამიანების რწმენას, რომ აუცილებელია წინააღმდეგობა გაუწიო რეჟიმს, რომ მან ვერ მოახერხოს თავისი მიზნების მიღწევა და საქართველოს კვლავ რუსეთის იმპერიის ნაწილად ქცევა. ამას შეებრძოლება ყველა პატრიოტი გინდა იყოს ციხეში, გინდა იყოს ციხის გარეთ.

თვითონ 75 დღე ვიყავი სამარტოო საკანში, ისევე როგორც მამუკა ხაზარაძე, რა თქმა უნდა ადამიანები ძალიან მძიმე გამოცდას გადიან, მაგრამ ამ ქვეყნისთვის უნდა შევძლოთ ამ გამოცდის გავლა. მე ვფიქრობ, რომ დიდი შეცდომაა, თუკი და როგორც ჩანს ასე ფიქრობს "ქართული ოცნება", რომ ასეთი რეპრესიული ზომებით გატეხავს ქართველი ხალხის ნებას, რომ იბრძოლოს ქართველმა ხალხმა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა დააბრუნოს ნორმალური განვითარების გზაზე. ეს არის დიდი შეცდომა, რასაც "ქართული ოცნება" ჩადის და ამით თავის მიზანს ნამდვილად ვერ მიაღწევს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები