"ეს სისტემა დალპა, ჩამოიშალნენ, თავისი თავის ეშინიათ" - პაატა ბურჭულაძე

01.10.25 23:25
"ეს სისტემა დალპა, ჩამოიშალნენ, თავისი თავის ეშინიათ" - პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" სისტემა "დალპა, ჩამოიშალა და მათ თავისი თავის ეშინიათ უკვე". 

პაატა ბურჭულაძემ "TV პირველის" ეთერში დააანონსა, რომ დღეს, "ქართული ოცნებიდან" გამოვა ინფორმაცია, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება. 

ჩვენ გამოვდივართ და ვატარებთ ეროვნულ კრებას. ამ კრებაზე ჩვენ ვაძლევთ ხმას, ჩვენ მომავალს. ხალხი როგორც გადაწყვეტს ისე იქნება ჩვენი ბედი. საქართველო ეკუთვნის ხალხს და არა ვირაც 200 კაცს. 5 100 კაცი გამოდის იქითა მხრიდან, არაფერი ფეიკი არ არის, ზუსტი რიცხვებია, ზუსტი განლაგებაა და ყველაფერი ვიცით.

დღეს კიდევ გამოვა რაღაც ინფორმაცია, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება. კი ბატონო, ველოდებით ["ქართული ოცნებიდან" ინფორმაციას].

ეს სისტემა დალპა, ესენი არიან უკვე ჩამოშლილები, ამათ თავისი თავის ეშინიათ უკვე. ახლა კიდე გამოვა ერთი ინფორმაცია, მერე კიდევ ერთი და მერე მოვა 4 რიცხვი," - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

მსგავსი სიახლეები