პუტინი მალე წავა და როგორც კი ეს მოხდება, ივანიშვილიც წავა - ფრედერიკ სტარი

02.10.25 10:23
პუტინი მალე წავა და როგორც კი ეს მოხდება, ივანიშვილიც წავა - ფრედერიკ სტარი

პუტინი მალე წავა და როგორც კი ეს მოხდება, ივანიშვილიც წავა - ასე შეაფასა ამერიკელმა ავტორმა, ფრედერიკ სტარმა ქვეყანაში არსებული ვითარება. ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის დამფუძნებელიი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, მხოლოდ "პუტინის პოლიტიკურ ასპარეზზე არსებობა უმაგრებს ზურგს", თუმცა ის ფიქრობს რომ პუტინი როგორც პოლიტიკური ფიგურა უკვე დასრულებულია.

აშშ-ს სენატში ჩვენების მიცემისას, სტარმა თქვა, რომ ივანიშვილს ვერც რუსეთში დაგროვილი ფული უშველის და შემდეგ საქართველოში ვითარებაც შეიცვლება.

პირველ რიგში, ჩემი პატივისცემა ქართველებს იმისთვის, რასაც მათ მიაღწიეს დამოუკიდებლობიდან ათწლეულების შემდეგ. ეს არ ყოფილა მარტივი გზა. გაიხსენეთ, რომ პუტინი მათ თავს დაესხა 2008-ში და ჩვენ თითქმის არაფერი გავაკეთეთ. ამ უყურადღებობით ჩვენი ავტორიტეტი იქ დაკნინდა ისევე როგორც უკრაინაში დაკნინდა ჩვენი უმოქმედობით მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინა მოიპარა 2014-ში. მაგრამ, ზოგადად, მიმაჩნია, რომ ჩვენ ოდნავ ოპტიმისტურები შეგვიძლია ვიყოთ საქართველოსთან მიმართებით ვიდრე ეს თქვენს შეკითხვაში იგულისხმება.  
  
რატომ ვამბობ ამას? პუტინი არ არის ხანგრძლივი ფიგურა, ეს დასრულებულია. ზუსტად როდის და როგორ დასრულდება... ეს დასრულდა. მას არ გააჩნია რესურსები, მას არ აქვს ადამიანური რესურსი, მას აღარ აქვს ექსპორტი, რომელიც წარსულში ჰქონდა და მას ჰყავს საზოგადოება, რომელიც ღრმად გაუცხოებულია არა ომის მიერ, არამედ ეკონომიკური გაჭირვების გამო, რასაც ახლა ორ უდიდეს ქალაქს მიღმა მცხოვრები ყველა ადამიანი გრძნობს. ის [პუტინი] იმაზე მალე წავა, ვიდრე გვგონია და როგორც კი ეს მოხდება ბატონი ივანიშვილიც წავა - მიუხედავად იმისა, რომ მან ფული რუსეთიდან გამოიტანა - და საქართველოში მთელი სიტუაცია შეიცვლება. ჩემი აზრით, ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, თუ რა ხდება რუსეთში", - განაცხადა სტარმა. 

მსგავსი სიახლეები