გამოჟონილი სიები გდდ-დან - ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო დამრბევებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების შესახებ

02.10.25 10:50
გამოჟონილი სიები გდდ-დან - ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო დამრბევებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების შესახებ

გამოჟონილი სიები გდდ-დან - სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო დამრბევებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების შესახებ.

სამოქალაქო აქტივისტები სახელებით და გვარებით აქვეყნებენ სიას და იუწყებიან, რომ მალე ამ სიას ახალი შეემატება. 

ვიწყებთ გდდ-ს სტრუქტურის სრული სიის ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნებას.
დღეს გთავაზობთ პირველ ნაწილს — სადაც წარმოდგენილია როგორც უშუალო დამბრბევები, ასევე ლოჯისტიკისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
📌 ამ ნაწილში შესულია:
მოქმედი თანამშრომლები,
ახლად მიღებულები,
ისინიც, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მუშაობდა,
და ისინიც, ვინც წარსულში უშუალოდ იყო ჩართული.
👉 ცალკე ხაზგასმულია პოლიციის დანაყოფებიდან (პატრული, კრიმინალური პოლიცია, დაცვის პოლიცია და სხვ.) გდდ-სთვის მიმაგრებული პირებიც. ისინი ოფიციალურად სხვა სტრუქტურებში ირიცხებიან, მაგრამ ამ დავალებისთვის სპეციალურად არიან მიმაგრებული გდდ-ს.
🔜 მალე გამოვაქვეყნებთ სხვა ნაწილებსაც — სრული სურათი საზოგადოებისთვის გახდება ხელმისაწვდომი", - წერს სოციალურ ქსელში ლევან ბესელია. 

მსგავსი სიახლეები