დუშეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი "ოცნების" მერობის კანდიდატს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

02.10.25 11:14
დუშეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი "ოცნების" მერობის კანდიდატს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

დუშეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ოცნების" მერობის კანდიდატს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს - როგორც გიორგი თანიაშვილი "პირველებთან" აამტკიცებს, მას "ოცნების" კანდიდატმა, კახაბერ ჩიტაურმა დაურეკა, დაიბარა, სხვა პირებთან ერთად დახვდა და ჯგუფურად ფიზიკრუად გაუსწორდა. 

დამოუკიდებელ კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ანგარიშსწორება არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდებოდეს.  

თანიაშვილი ამბობს, რომ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ დაზიანებები ნამდვილად აღენიშნებოდა. 

ზაპრავკის უკან მოხდა ეს დაპირისპირება. კი თვითონ მერობის კანდიდატიც იყო, მითითებულია ეს ყველაფერი პროკურატურაში და ადვოკატმა ყველაფერი იცის. არ დავუბარებივართ, მოლოდინში ვარ მაგის. კახაბერ ჩიტაურთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. კახასთან რაღაცა სალაპარაკო მქონდა, იქ სხვები რა შუაში იყვნენ. ალბათ გაირკვევა ბოლოს სასამართლოზე. არ არის გამორიცხული (არჩევნებში რომ ვიღებ მონაწილეობას, ეს ამას უკავშირდებოდეს). სხვა შეხება მე მასთან არ მქონია. აღებული მაქვს სამხარაულის ექსპერტიზის საბუთი და აქაც მაქვს დუშეთის საავადმყოფოში"- ამბობს თანიაშვილი

"ოცნების" მერობის კანიდატი კი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ გიორგი თანაიშვილთან კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონია. 

კახაბერ ჩიტაურმა "პირველებს" უთხრა, რომ ის საგამოძებო უწყებიდან გამოკითხვაზე არავის დაუბარებია.

არ მჯერა, რომ გოგიტა მაგას იკადრებს, გამორიცხულია, ხომ არ შეიძლება რომ ადამიანს ყველაფერი დააბრალო. არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია მასთან არ მქონია. მგონია, რომ ახლა ზღაპარში ვარ. არ მინახავს გოგიტა და როგორ შეიძლება (გამოკითხვაზე დამიბარონ). არ შეიძლება აბსურდის მოგონება და მერე ამის დაჯერება. 

 

მსგავსი სიახლეები