4 ოქტომბერი, მშვიდობიანი დამხობის თარიღი "ოცნების" ოფისებში და კულუარებში გაჩნდა - გიორგი გახარია
გიორგი გახარია ამბობს, რომ 4 ოქტომბრის გეგმა "ქართული ოცნების" ოფისში და კულუარებში გაჩნდა - ყოფილმა პრემიერმა სკანდალური ბრალდება მშვიდობიანი რევოლუციიის ორგანიზატორებს ბერლინიდან წაუყენა.
გახარია ამტკიცებს რომ ის, რასაც ოთხი ოქტომბრის ორგანიზატორები აპირებენ, მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას და ქართული ოცნების ლეგიტიმაციის გამყარებას გამოიწვევს.
"ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში, გახარიამ ეჭვიც გამოთქვა რომ ეს გეგმა არჩევნების დღეს განზრახხხ დაამთხვიეს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერი, ეს თარიღი, მშვიდობიანი დამხობის და რევოლუციის, გაჩნდა სადღაც "ოცნების" კულუარებში და ოფისებში და არსად სხვაგან. ივანიშვილმა დაამარცხა პოლიტიკური პარტიები, ივანიშვილმა დაამარცხა სამოქალაქო საზოგადოება, მედია და ერთადერთი რაც ვერ დაამარცხა, ეს არის ხალხი და მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი. და როგორც შედეგი, მივიღეთ ის, რომ მათი ყველაზე ცუდი გეგმა რაც არის, ამ მშვიდობიანი სამოქალაქო დისკრედიტაცია ხდება ახლა - ბოიკოტით, რევოლუციიით, მშიდობიანი გადატრიალებით, ა.შ. და ა.შ.
ჩვეულებრივად ვუყურებთ ხელოვნურად დადგმულ სცენარს, როცა ყველაზე ძლიერ მოძრაობას, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა და რომელსაც ძალიან დდიი რესურსი ჰქონდა, რომ ხელისუფლება შეეცვალა, დღეს, სამწუხაროდ, განზრახ თუ სულელობის გამო თავზე წამოასვეს დამხობის ლოზუნგი და ნაცების ყველაზე მიუღებელი სახეები. ჩვენ, საბოლოო ჯამში შეიძლება მივიღოთ სამშვიდობო პროტესტის დისკრედიტაცია, რაც გამოიწვევს უმძმეს შედეგებს. ეს მოგვცემს თვითონ ლეგიტიმაციიდან დაცლილი "ოცნების" ლეგიტიმაციას და საბოლოო ჯამში, ავტორიტარიზმის დამძიმებას. სულ არ ვთვლი, შემთხვევვითობაა ის, რომ 4 ოქტომბერს დამაათვხიეს ეს. დარწმუნებული ვარ, ეს თარიღიც არის "ოცნების" წიაღში დაბადებული", - განაცხადა გახარიამ.