რას უპირებს ივანიშვილი კობახიძეს არჩევნების შემდეგ? - რას ამბობს გიორგი გახარია
რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს არჩევნების შემდეგ? - როგორც ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, "ოცნების" ახლანდელ პრემიერს უფლებამოსილებები დაუვიწროვდება და ირაკლი კობახიძეს არაფერი საერთო აღარ ექნება არც ძალოვნებთან და არც ფინანსებთან.
გახარიას თქმით, კობახიძე მხოლოდ "განათლების რეფორმების პრემიერად დარჩება", რაც შეეხება ძალოვნებს და მამუკა მდინარაძეს, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი ამბობს, რომ მათ პირადად ბიძინა ივანიშვილი გააკონტროლებს.
ბოლო წლების განმავლობაში კალაძე-კობახიძის კორუმპირებული დაჯგუფება, რომელსაც ჰგონიათ რომ იქ ღარიბაშვილ-ლილუაშვილის დაჯგუფებას რაღაცა მოუგეს, დროებითია ეს ყველაფერი. ესენი ხომ თოჯინები არიან. ძალიან კარგად იგრძნობოდა 3-4 თვის უკან, მთავარმა ადამიანმა აგრძნობინა, რომ მათ რაღაც ძალაუფლება აქვთ ხელში, გაეთამაშა, ესენცი ახლა მოყოყოჩდნენ და ეხლა მოსმულები არიან სუყველა. არჩევნების შემდგომ უნდა ნახოთ ამათი მძიმე მდგომარეობა. ისინი დაბერდნენ, გაცვდნენ, ბევრი წელი იყვნენ, ალბათ უკვე დასაკარგი ბევრი რამე გაუხდათ. ახლა უკვე საჭიროა ახალი, ახალგაზრდა, უფრო მოტივირებული ადამიანები, რომლებიც უფრო მეტი ენთუზიაზმით დაუმტკიცებენ პატრონს ერთგულებას და უფრო მეტს სიგიჟობებზე და ბოროტებაზე მოაწერენ ხელს.
კობახიძეს არჩევნების შემდეგ უფლებამოსილებები, რა თქმა უნდა, დაუვიწროვდება. არაფერი საერთო არ ექნება ძალოვნებთან, არაფერი საერთო არ ექნება ფინანსებთან, საბოლოო ჯამში განათლების სამინისტრო და ეკონომიკაზე რაღაც განცხადებების კეთება. მდინარაძეზე გავლენა, რა თქმა უნდა ივანიშვილს ექნება, აბა ვის ექნება, კობახიძე კი დარჩება განათლების რეფორმების პრემიერად", - აცხადებს გახარია.