"თავისუფალი საქართველო": ჩვენს აფთიაქში სხვადასხვა მედიკამენტები, რომლის გამოწერაც თურქეთიდანაა შესაძლებელი, ფასნამატის გარეშე იყიდება

02.10.25 12:00
"თავისუფალი საქართველო": ჩვენს აფთიაქში სხვადასხვა მედიკამენტები, რომლის გამოწერაც თურქეთიდანაა შესაძლებელი, ფასნამატის გარეშე იყიდება

დღეს თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტი (კრესტორი), რომელიც “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ სააფთიაქო მონოპოლიებში 49 ლარად იყიდება პენსიონერ ქალბატონს 8 ლარად გადასცა - აღნიშნულ ინფორმაციას “თავისუფალი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, “თავისუფალი საქართველოს” აფთიაქში ამ ეტაპზე ონლაინ იყიდება სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები, რომლის გამოწერაც შესაძლებელია უშუალოდ თურქეთიდან ფასნამატის გარეშე.

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, კახა კუკავამ ქალბატონს აუხსნა, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში “თავისუფალი საქართველო” ხმების საკმარის რაოდენობას მიიღებს, მედიკამენტები თურქეთიდან იმპორტირებული იქნება მთლიანად დედაქალაქისთვის საჭირო რაოდენობით და შესაძლებელი იქნება ფასების კიდევ უფრო მეტად შემცირება.

“რეალურად, ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელია, ფასების შემცირდეს არა მხოლოდ
მედიკამენტზე არამედ ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტზე, რომელსაც დღეს ხელოვნურადაკონტროლებენ კობახიძის, მდინარაძის, და სხვა კორუფციული კლანები” - გადაცხადა კახა კუკავამ.

მსგავსი სიახლეები