ვინ არბევს ხალხს? - "პირველების" ინტერვიუ სკანდალურ სიაში მყოფ გდდ-ს თანამშრომელთან

02.10.25 13:13
ვინ არბევს ხალხს? - "პირველების" ინტერვიუ სკანდალურ სიაში მყოფ გდდ-ს თანამშრომელთან

 

 

"პირველები" კავშირზე გავიდა სავარაუდოდ, გდდ-იდან გამოჟონილ სიაში მყოფ ერთ-ერთ პირთან, გია ბერაძესთან. მან TV პირველის კითხვებს არ უპასუხა, თუმცა არც უარყო, რომ სიაში მისი სახელი და გვარი შემთხვევით არ აღმოჩენილა.

ასევე ერთ-ერთი პირი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ სიაშია, არის ცნობილი ტიკტოკერი ირაკლი სოლოღაშვილი. სოლოღაშვილი არის პირი, რომელიც მის სოციალურ პლატფორმებზე ხშირად ავრცელებდა გდდ-ს ყოფილ ხელმძღვანელებზე და მარბიელებზე დაედითებულ ვიდეოებს და საზოგადოებას მათ დადებით კონტექსშტი უჩვენებდა. 

ცნობისთვის, დღეს სისტემიდან იმ სპეცრაზმელების გვარებმა და ფოტოებმა გამოჟონა, ვინც აქტივისტების ცნობით, სისხლიანი მოვლენების უკან იდგა. მათივე თქმით, საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელებზე. 

დღეს დილიდან ფაილები, რომელიც წესით მხოლოდ სუს-ში იყოს დაცული, სოციალურ ქსელშია გავრცელებული. მოქალაქეებმა არაერთი პირი ამოიცნეს.

დღეს სიის მხოლოდ ერთი ნაწილი გავრცელდა, თუმცა ლევან ბესელია, ვისი სახელითაც მონაცემები აიტვირთა, აანონსებს, რომ ლუსტრაციის პროცესი დაიწყო და მალე ყველა გვარი საჯარო გახდება.

მსგავსი სიახლეები