კოპენჰაგენში ჩასულ კობახიძეს "დიფ სთეითი" არ უხსენებია
კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრაზე ჩასულ ირაკლი კობახიძეს "დიფ სთეითი" არ უხსენებია.
მედიასთან კომენტარში მან განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებთან ეროვნულ ინტერესებზე და ევროინტეგრაციაზე ისაუბრა.
ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც ევროპელ ლიდერებთან გვაქვს საუბრის საშუალება. გუშინაც, ვახშამზე გვქონდა საშუალება, რომ არაერთ ლიდერს გავსაუბრებოდით და ყველგან ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ვსაუბრობთ ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
გუშინ გვქონდა საინტერესო გაცვლა მოსაზრებების, იდეების ევროპელ ლიდერებთან და აქტიურად გამოვიყენებ დღესაც ამ ფორმატს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბრო ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე.
თემა არის ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით, მინერალების კუთხით და საქართველოს ამ კუთხით აქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი, მათ შორის, სერიოზული სატრანზიტო პოტენციალი და რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება საუბარი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იხილეთ ასევე: