პუტინთან დაახლოებულმა ორბანმა EPC-ის შეხვედრაზე საქართველო შეაქო

02.10.25 14:05
პუტინთან დაახლოებულმა ორბანმა EPC-ის შეხვედრაზე საქართველო შეაქო

პუტინთან დაახლოებულმა უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრაზე მედიასთან საქართველოზე ისაუბრა და "ქართული ოცნების" რიტორიკა გაიმეორა, რომლის მიხედვითაც, "ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობაა და ეკონომიკა მიფრინავს". 

მისი თქმით, დღეს, მას "ოცნების" პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან აქვს შეხვედრა. 

თქვენი პრემიერმინისტრი დღეს ჩემთან შეხვედრას მართავს. უპირველეს ყოვლისა, საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა. არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელიც თქვენსავით წარმატებულია. პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკა კი უბრალოდ რაკეტასავით მიფრინავს. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ და ვსწავლობთ, თუ როგორ ხართ ასეთი წარმატებული.

ვფიქრობ, ევროპას წარმატებული ქვეყნები სჭირდება, რადგან, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი წარუმატებელია. აქ ეკონომიკა არ მუშაობს, პარალიზებულია, სტაგნაციაშია. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ისეთი ქვეყნების გაწევრება, როგორიც საქართველოა," - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. 

მსგავსი სიახლეები