კობახიძემ მაკრონთან გამოლაპარაკება მოახერხა

02.10.25 14:48
კობახიძემ მაკრონთან გამოლაპარაკება მოახერხა

"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან გამოლაპარაკება მოხერხა. 

კომუნიკაციის ამსახველ კადრებს "ქართული ოცნება" თავად ავრცელებს. აღნიშნული კადრები დამონტაჟებულია, შესაბამისად შეუძლებელია იმის დადგენა რას ეუბნება საფრანგეთის ლიდერი კობახიძეს. 

კომუნიკაცია მაშინ შედგა, როდესაც ევროპელი ლიდერები დარბაზში თავიანთ ადგილებს იკავებდნენ. პროტოკოლის მიხედვით, კობახიძე საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების შუაში ჩასვეს, რიგითობა ანბანმა განსაზღვრა. 

ასევე, "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ირაკლი კობახიძე ესპანეთის პრემიერმინისტრსაც მიესალმა, თუმცა მათ შორის ვრცელი კომუნიკაცია არ შემდგარა.

ამასთან, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის გახსნის დროს, საუბარი ევროპის გაფართოებაზე მიმდინარეობდა. 

ევროპელმა ლიდერებმა მოლდოვას ლიდერს, მაია სანდუს არჩევნებში წარმატებით გამარჯვება და რუსეთის დამარცხება მიულოცეს

კერძოდ, მოლდოვას გამარჯვება ევროკომისიის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სხვა ლიდერებმა მიულოცეს. თუმცა მაია სანდუსთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს ირაკლი კობახიძეს

კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრაზე ჩასულ ირაკლი კობახიძეს "დიფ სთეითი" არ უხსენებია.

მედიასთან კომენტარში მან განაცხადა, რომ გუშინ, ევროპელ ლიდერებთან ეროვნულ ინტერესებზე და ევროინტეგრაციაზე ისაუბრა.