ბიტკოინების საქმე - სააპელაციო სასამართლოში, დღეს, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართება

02.10.25 15:24
ბიტკოინების საქმე - სააპელაციო სასამართლოში, დღეს, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართება

ბიტკოინების საქმესთან დაკავშირებით, დღეს, სააპელაციო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის"  ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართება. 

 სჯავრდებული სასამართლოში უკვე გადაიყვანეს. სააპელაციო სასამართლო, სავარაუდ ოდ, დღესვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.

 სასამართლო პროცესზე არ გამოჩენილა მოსარჩელე, ბიძინა ივანიშვილი, მან თავის წარმომადგენლად ადვოკატი გაგზავნა. 

ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს , რომლის მიხედვითა ც ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა მოსარჩელის სასარგებლოდ ან ბიტკოინების ის რაოდენობა უნდა დააბრუნოს, რასაც მას ივანიშვილი ედავება, ან შესაბამისი თანხით აანაზღაუროს, იმ მომენტისთვის, როდესაც აღსრულება მოხდება. 

  ღეს მოხდება განხილვა სააპელაციო საჩივრის, რომელიც უკავშირდება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მოსარჩელის სასარგებლოდ, ან დააბრუნოს ის ბიტკოინების რაოდენობა, რომელზეც არის საუბარი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში, ან მოახდინოს შესაბამისი თანხის ანაზღაურება იმ მომენტისთვის, როდესაც აღსრულება მოხდება. 

ამ გადაწყვეტილებაზე შეტანილი არის სააპელაციო საჩივარი, რომელი ც დღეს განიხილება და სავარაუდოდ, დღესვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული," - განაცხადა დავით ჯანდიერმა.   

მსგავსი სიახლეები