გიორგი ბოტკოველმა და გიგი გიგიტელაშვილმა თელავში გაზეთები და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მოსაწვევები დაარიგეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, გიორგი ბოტკოველმა და გიგი გიგიტელაშვილმა თელავში გაზეთები და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მოსაწვევები დაარიგეს.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლიტიკოსებმა ხალხს 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
„ძალიან მარტივია პასუხი კითხვაზე რატომ უნდა შევიკრიბოთ 4 ოქტომბერს. ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 წლის განმავლობაში არცერთი ბრძოლა არ გამოგვიტოვებია, არცერთი არჩევნები, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილმა არჩევნები გააუქმა და აღარ არსებობს. ამ ყველაფრისგან გამოსავალი არის სამართლიანი ადამიანების პროტესტი, რომლებიც 4 ოქტომბერს შეიკრიბებიან. 13 წლის წინ, კახეთში ყველას კარგად გვახსოვს, ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა რა დაპირებები გასცა და რა მეთოდებით მოვიდა - ბარბარე რაფალიანცის საქმის გახსენებაც კი შეგვიძლია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილმა არასამართლიანი მეთოდებით მოიპოვა ქვეყნის სადავეები. სწორედ ამიტომ 4 ოქტომბერს ყველა უნდა შევიკრიბოთ ქვეყნის მთავარ გამზირზე და დავამარცხოთ ის რეჟიმი, რომელმაც ადამიანები გააღატაკა, მათ დაჩაგვრას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანას დაუკარგოს სუვერენიტეტი“, - განაცხადა ბოტკოველმა.

4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების დღე. 4 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ივანიშვილის რუსულ პარტიას უნდა გასცეს საბოლოოდ პასუხი ყველა იმ უბედურებისთვის, რაც მან დამართა ამ ქვეყანას - ემიგრაცია, ქვეყნის ეროვნული ღალატი, ამ ყველაფერზე ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს
უნდა გასცეს პასუხი. საქართველოს საუკეთესო დღეები აქვს წინ, დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის გამარჯვებაში და დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი კახელი და უამრავი თელაველი იქნება 4 ოქტომბერს რუსთაველზე.” - განაცხადა გიგი გიგიტელაშვილმა.