"სუს-მა მოსამართლეები ოთახში ჩაგვკეტა" - ყოფილი მოსამართლე ყვება, როგორ "შეიკერა" "რუსთავი 2-ის" საქმე
უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე, ბესაირონ ალავიძე პირველად ჰყვება როგორ "შეიკერა" წლების წინ "რუსთავი 2-ის" საქმე.
ვიდეო-ჩვენებაში, რომელიც ყოფილმა მოსამართლემ ქვეყნის დატოვებამდე მისცა, სუს-მა მოსამართლეები ოთხაში იმ დრომდე "გამოკეტა", სანამ ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებდენენ.
მისი თქმით, მას ქვეყნის დატოვებას და ფინანსურ უზრუნველყოფასაც დაჰპირდნენ. როგორც ალავიძე ამბობს, საქართველოში მას შემდეგ უნდა ჩამოსულიყო, რაც ამ საქმის ირგვლივ სიტუაცია ჩაწყნარდებოდა.
"მითხრეს, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, ეს საქმე სტრასბურგშიც დალაგებული და მოგვარებულიაო" - აცხადებს ბესო ალავიძე.
ერთ-ერთი შემოთავაზება იყო სუს-ის მხრიდან, რომ მე მომცემდნენ ბარათს, რომელზეც იქნებოდა თანხა ჩარიცხული. ეს ბარათი იქნებოდა, კონფიდენტზე, ვიღაც საიდუმლო თანამშრომელზე გამოწერილი თუ რაღაცა და ვიაიპ გასასვლელიდან როგორც კი გამოცხადდებოდა "რუსთავი 2"-ის საქმე, იმ დღესვე წამიყვანდნენ აეროპორტში. ვიაიპ გასასვლელით გამიყვანდნენ. რამდენიც მინდოდა წამეყვანა ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, თანხა რამდენიც მენდომებოდა, იმდენი იქნებოდა ჩარიცხული და საზღვარგარეთ დავისვენებდი. როცა აქ დაწყნარდებოდა სიტუაცია და ეს არეულობა დამშვიდდებოდა, მერე მომცემდნენ უფლებას, რომ ჩამოვსულიყავი საქართველოში. ეს საქმე სტრასბურგშიც დალაგებული და მოგვარებულიაო, აქედან გამომდინარე, შენ რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღოო, აი ნახავო, რას იზამს სტრასბურგიო, ასე მითხრა სუს-მა. დიდი პალატის გადაცემაზე მიდიოდა ინტენსიური თხოვნა. სხვათაშორის იმ დროს რომ ჩამკეტეს ოთახში, გარედან ჩაგვიკეტეს კარი, თუ არ გადასცემთ პალატას, ვერ წახვალთ სახლშიო", - ამბობს ბესარიონ ალავიძე.