გიორგი ბაჩიაშვილის სიტყვა: მთელი სახელმწიფო ჩემს წინააღმდეგ მუშაობს
სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლეთა კოლეგია ბიტკოინების საქმეზე სათათბიროდ გავიდა. გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ნახევარ საათში გამოცხადდება.
- დღევანდელ პროცესზე სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა მოსარჩელის სასარგებლოდ ან ბიტკოინების ის რაოდენობა უნდა დააბრუნოს, რასაც მას ივანიშვილი ედავება, ან შესაბამისი თანხით აანაზღაუროს, იმ მომენტისთვის, როდესაც აღსრულება მოხდება.
სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ მის საქმეებთან დაკავშირებით მართლმსაჯულებას არავითარი კავშირი არ აქვს და მის წინააღმდეგ აღზრული სისხლის სამართლის საქმეები ბიძინა ივანშვილის დაკვეთაა.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, მას გონია, რომ მოსამართლეთა კოლეგიას უკვე გადაწყვეტილი აქვს რა განაჩენსაც გამოიტანენ.
კიდევ ერთხელ ადასტურებს სააპელაციოს სარჩელი იმას, რომ არანაირი საერთო ამ საქმეს არ აქვს სამართალთან. მე ამ სასამრთლოს დამოუკიდებლად ვერ ჩავთვლი. ამ სააპელაციო სარჩელშიც კარგად ჩანს, კულუარებში მიმდინარეობს დავალებების გაცემა ჩემს საქმეებზე.
ცალკე პროცესად როგორ უნდა განიხილონ ეს საქმე, როცა თავად ვარ მომსწრე როგორ დადიოდნენ სასამრთლოს მესვეურები ივანიშვილთან. ვერცერთი სასამრთლო ამ ქვეყანაში ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად. ეს საქმები არ ასახავს მართლმსაჯულებას. ისინი ასახავენ გამოძალვას, ზეწოლას, დევნას. ესაა დაკვეთა მომჩივანის. ბიტკოინებს მთხოვს, რომელიც მას არ ეკუთვნოდა არასდროს.
მთელი სახელმწიფო ჩემს წინააღმდეგ მუშაობს. მე უტყუარი ინფორმაციის საფუძველზე მომიწია ქვეყნის დატოვება. რადგან აპირებდნენ ციხეში ჩემს გაჭყლეტას. ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს ბინძური კამპანია, პრემიერმინისტირია ამ კამპანიაში ჩართული, ასევე პირველი პირები ქვეყნის.
მე სამწუხაროდ არ მაქვს იმედი, რომ ობიექტური იქნებით. მგონია, რომ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ რა უნდა თქვათ.
მე მიზანი მაქვს რა უფლებებიც თქვენ წამართვით, მე და ჩემს ოჯახს წაგვართვით დავიბრუნო ევროსასამართლოში, ყველა უფლება წამართვა კაცმა, რომელიც ერთპიროვნული მმართველია ამ ქვეყანაში," - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.