რისთვის ემზადება "ოცნება" 4 ოქტომბერს - ინტერვიუ სკანდალური სიის ფიგურანტთან
სკანდალური სიები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან - "პირველებმა" სამოქალაქო აქტივისტების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული სიასი მყოფ გდდ-ს კიდევ ერთ მოქმედ თანამშრომელს მიაგნო. გიორგი ფაცინაშვილი ადასტურებს, რომ ის სისტემაში მძღოლად არის დასაქმებული და ამჟამად გორში იმყოფება. გდდს- თანამშრომელი არც იმას უარყოფს, რომ შესაძლოა 4 ოქტომბერს, დიდი პროტესტის დღეს თბილისში გამოიძახოს.
ავტობუსს ვმართავ, (რითაც მათ შორის სპეცრაზმელები გადაგდილდებიან) ყველაფერს კი. გორში ვარ, 4-ში თბილისში ვიქნები, არ გავუფრთხილებივარ არავის, მაგრამ ალბათ (ჩამოგვიყვანენ).
სავარაუდოდ სისტემიდან გამოჟონილ სიაშია ვასილ კეკელიძე, რომელიც სავარაუდოდ, დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის აპარტის უფროსი ძმაა. კეკელიძესთან დაკავშირება დღეს "პირველებმა" სცადა, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
"ტვ პირველმა" სიაში იპოვა ასევე ნუკრი კაპანაძე. ამ უკანასკნელმა კი კითხვის მოსმენსი შემდეგ ტელეფონი გათიშა.
ცნობისთვის, დღეს სისტემიდან იმ სპეცრაზმელების გვარებმა და ფოტოებმა გამოჟონა, ვინც აქტივისტების ცნობით, სისხლიანი მოვლენების უკან იდგა. მათივე თქმით, საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელებზე.
დღეს დილიდან ფაილები, რომელიც წესით მხოლოდ სუს-ში იყოს დაცული, სოციალურ ქსელშია გავრცელებული. მოქალაქეებმა არაერთი პირი ამოიცნეს.
დღეს სიის მხოლოდ ერთი ნაწილი გავრცელდა, თუმცა ლევან ბესელია, ვისი სახელითაც მონაცემები აიტვირთა, აანონსებს, რომ ლუსტრაციის პროცესი დაიწყო და მალე ყველა გვარი საჯარო გახდება.