გასაოცარი ეკონომიკის ნაცვლად დიდი სტაგნაცია - რის ხარჯზე ამაყობს ოცნება?

02.10.25 21:22
გასაოცარი ეკონომიკის ნაცვლად დიდი სტაგნაცია - რის ხარჯზე ამაყობს ოცნება?

გასაოცარი ეკონომიკის ნაცვლად დიდი სტაგნაცია.  ყველა სექტორი, რომელიც ეკონომიკის ზრდას განსაზღვრავს ან გაყინულია ან შემცირებული. კრიზისია დაწყებული სამშენებლო ბიზნესში. უკუსვლაა სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და უძრავი ქონების ბიზნესში. ოფიციალური სტატისტიკით კლიმატი გაუარესებულია  ყველა იმ სფეროში, რამაც ეკონომიკა უნდა გაადარჩინოს.

მაშინ რის ხარჯზე ამაყობს ოცნება? - ზრდა არის განათლების სექტორში და ეს ინდოელი და პაკისტანელი სტუდენტების დამსახურებაა. ასევე გაზრდილია აი ტი სფეროს მონაცემები. თუმცა ესეც  რუსი და ბელორუსი სპეციალისტების მასობრივი შემოდინების შედეგია. რეალურად კი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი მიმართულებები გაჩერებულია.

მშენებლობა, მრეწველობა, ენერგეტიკა,  სოფლის მეურნეობა, ვაჭრობაა - ეს ყველაზე დიდი სექტორებია, სწორედ მათზე უნდა იდგეს ეკონომიკა, მაგრამ რიცხვები აჩვენებს, რომ მათი წილი ან მცირდება, ან ერთ ადგილზეა გაყინული. მშენებლობის სექტორის წილის შემცირება კი ეკონომიკაში ჯერ მხოლოდ დასაწყისია, სპეციალისტებისთვის ეს სიგნალია, რომ წინ მძიმე კრიზისი გველოდება. გაჩერდება მოქმედი მშენებლობები და გაჭირდება უკვე აშენებულის გაყიდვაც.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილსი რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები